“ნუ იქნებით იარაღი მტრის ხელში, ნუ დააყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას” – კონსტანტინე ზარნაძე ახალგაზრდებს მიმართავს

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის საკრებულოში, კონსტანტინე ზარნაძე ახალგაზრდებს მიმართავს.

“ვაკვირდები გასული დღეების მოვლენებს და ნათლად აჩვენებს ერთ რამეს, ემოციები იმდენად ჭარბობს, დანარჩენი ყველაფერი დაკარგულია. მეგობრებო, თანატოლები, ახალგაზრდებო, ერთი რამ მინდა, გითხრათ, ევროპა და ევროპული განვითარება გვინდა ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, მაგრამ პირველ რიგში პრიორიტეტია საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება! კარგად დაიმახსოვრეთ – საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება! მოვლენების ამგვარი განვითარება ერთი-ერთში იმეორებს კიევში მაიდანის “სპეცოპერაციას”, სადამდე მიიყვანა უკრაინა ასეთმა მიდგომებმა კარგად ვხედავთ, ჩვენ არ ვართ ევროკავშირის ეკონომიკური ერთობის წევრი, ჩვენ არ გვიცავს ნატოს შეიარაღებული ძალები და ხელსაც არ გაანძრევენ, აქ რომ რამე მოხდეს, ამიტომ გთხოვთ, პირველ ყოვლისა, იზრუნეთ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ნუ იქნებით იარაღი მტრის ხელში, ნუ გააკეთებთ მათ გასაკეთებელს თქვენ და ნუ დააყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას”, – წერს ზარნაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები