ირაკლი კობახიძე: ეს არის უმარტივესი კანონი, სადაც წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა გამოქვეყნდეს დეკლარაციები, როგორც შეიძლება, ევროკავშირმა ან ვენეციის კომისიამ თქვას, რომ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი ცუდია

ეს არის უმარტივესი კანონი, არის სულ რამდენიმე გვერდი და წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა გამოქვეყნდეს დეკლარაციები, როგორ შეიძლება, ამაზე ვინმეს ჰქონდეს რაიმე სამართლებრივი კონტრარგუმენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კანონპროექტის მესამე მოსმენა ორ კვირაში გაიმართება, ოთხ კვირაში კი, სტანდარტული პროცედურის შესაბამისად, იქნება ვეტოს დაძლევა.

„თუ ვინმეს აინტერესებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნახვა, ამის საშუალება ექნება ვეტოს დაძლევამდე და ვნახოთ, რა ეწერება იქ. ეს არის უმარტივესი კანონი, არის სულ რამდენიმე გვერდი და წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა გამოქვეყნდეს დეკლარაციები, როგორ შეიძლება, ამაზე ვინმეს ჰქონდეს რაიმე სამართლებრივი კონტრარგუმენტი. როგორ შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ ხალხს არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია NGO-ების დაფინანსების შესახებ. როგორც შეიძლება, ევროკავშირმა ან ვენეციის კომისიამ თქვას, რომ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი ცუდია. უბრალოდ, ბუნებაში ვერ იარსებებს ეს არგუმენტი. დაელოდონ ვენეციის კომისიის დასკვნას და დაელოდონ სამართლებრივი არგუმენტებს ვენეციის კომისიის დასკვნაში. თუ ნახავენ სამართლებრივ არგუმენტს ვენეციის კომისიის დასკვნაში, ერთად ვნახოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები