„ზურას საქმის „შეკერვისა“ და ფალსიფიკაციის ყველა დეტალი აუცილებლად იქნებოდა შეთანხმებული სააკაშვილთან!“

„ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში სააკაშვილის მონაწილეობა ორ ნაწილად უნდა გამოიყოს“,- ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს. ხოფერიას განცხადებით, მას დღემდე უკვირს, თუ რატომ არ დაჰკითხა დღემდე გამოძიებამ გია ბარამიძე ზურაბ ჟვანიას საქმეზე.
„ჩემი ჩვენების ერთ-ერთი საკვანძო მომენტი ის არის, თუ რა შეემთხვა სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ღამეს! ვგულისხმობ ავარიას, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს ზურას სიკვდილის ღამეს მოუვიდა და მე ეს ვიცი გია ბარამიძისგან, რაც პროკურატურასაც ვუთხარი. იმ ღამეს ზურაბ ჟვანიას ცხედართან მიმავალი ბარამიძე სააკაშვილმა გზიდან მოაბრუნა და გია იძულებული გახდა, სანამ საკუთარი მეგობრის ცხედართან მივიდოდა, მანამდე სააკაშვილთან მისულიყო! ჩემთვის გასაოცარია, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე გია ბარამიძე დღემდე დაკითხული არ არის! ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანი არ არის დაკითხული, ვისაც შეიძლება ამ საქმესთან შეხება ჰქონდეს! ძალიან ვიწრო წრეში საუბრის დროს გია ბარამიძემ თქვა, გაგიჟებული მოვდიოდი იმ ადგილისკენ, სადაც ზურას ცხედარი აღმოაჩინეს, მაგრამ გზაში ტელეფონზე სააკაშვილის ზარი შემოვიდა და ჯერ მასთან მისვლა მომიწიაო! რომ ვკითხე, კი მაგრამ, სააკაშვილს რა ჯანდაბა დაემართა და შუაღამით რაში დასჭირდი-მეთქი, მიპასუხა, ავარია მოუვიდა და მსუბუქი დაზიანება ჰქონდათ! იმ ღამით სააკაშვილის მანქანა ნამდვილად მოხვდა ავარიაში, მაგრამ დაკავებული იქნა მძღოლი, რომელიც თურქეთში გადადიოდა, მძღოლმა თავის თავზე აიღო ეს ავარია და თქვა, მე მომივიდაო!“ – აცხადებს ხათუნა ხოფერია.
ამასთანავე, ყოფილი პარლამენტარი ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მიხელ სააკაშვილის ბრალეულობას არ გამორიცხავს.
„ჩემი ვარაუდით, ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში სააკაშვილის მონაწილეობა ორ ნაწილად უნდა იქნას გაყოფილი – პირველი ნაწილი, როცა გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით ზურას ლიკვიდაცია გახდა საჭირო და რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას პირდად სააკაშვილი მიიღებდა და მეორე ნაწილი – ზურას საქმის „შეკერვისა“ და ფალსიფიკაციის ყველა დეტალი აუცილებლად იქნებოდა შეთანხმებული სააკაშვილთან! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს და ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მკვლელობა გაუხსნელი არ დარჩება!“ – ამბობს ხათუნა ხოფერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები