მოჭიდავეები ლუკა კურტანიძის გადადგომას მოითხოვენ

მოჭიდავეები ლუკა კურტანიძის გადადგომას მოითხოვენ. სპორტსმენებმა პრეზიდიუმის სხდომაზე ლუკა კურტანიძის გადადგომის საკითხი დააყენეს. მოჭიდავე დავით მოძმანაშვილის განცხადებით, მათ პრეზიდიუმს პრობლემების შესახებ მოახსენეს, რის შემდეგაც გადაწყდება, მოხსნიან თუ დატოვებენ ფედერაციის პრეზიდენტად კურტანიძეს. “ჩვენ ვილაპარაკეთ სიმართლე. ერთ კაცსაც არ უნდა საქართველოში, რომ ლუკა კურტანიძე იყოს ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი. ვფიქრობთ, მალე დატოვებს იგი თანამდებობას, მწვრთნელების საკითხი უკვე არავის აინტერესებს. იმ დონეზეა ხალხი მისული, მისი წასვლა გვინდა, მეტი არაფერი. თუ არ დაკმაყოფილდება ეს მოთხოვნა, ლუკა კურტანიძეს ყოველდღე მოუწევს კვერცხების ატანა თავის სტრუქტურაში”, – განაცხადა დავით მოძმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები