გია ცაგარეიშვილი – „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“: ათიათასობით ადამიანი აპირებს თბილისის ქუჩებში გამოსვლას

“უამრავი, ათიათასობით ადამიანი აპირებს თბილისის ქუჩებში გამოსვლას, როგორც დედაქალაქის მცხოვრებლები, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვლენ ადამიანები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აქციაზე იქნება პოლიტიკური გამოსვლებიც.

„შეიკრიბებიან მშვიდად და ჩვენ მთელი საღამო გვექნება იმისთვის, რომ მათთან ურთიერთობით კიდევ ერთხელ კარგად განვუმარტოთ, არა მხოლოდ იქ შეკრებილ საზოგადოებას, არამედ მათ შორის ჩვენს მოწინააღმდეგეებსაც, რეალურად რას ემსახურება „გამჭვირვალობის კანონი“. იქნება ბევრი გამომსვლელი, მათ შორის ბუნებრივია იქნება პოლიტიკური გამოსვლები და ჩვენ ჩვენს შეხედულებებს ამ კანონპროექტთან და ზოგადად ქვეყნის ვითარებასთან დაკავშირებით, იქ შეკრებილ საზოგადოებას მოვახსენებთ“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს რუსთაველზე, “ქართული ოცნების” ორგანიზებით, „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები