თბილისში მოქალაქემ საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მერვე განყოფილებაში მოქალაქემ წარმოადგინა და ნებაყოფლობით ჩააბარა საბრძოლო მასალა: „ეფ-1“-ის ტიპის 2 ხელყუმბარა და „ა-კა-ეს“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 1 მჭიდი 30 ვაზნით. ექსპერტიზის დასკვნით, ჩაბარებული საბრძოლო მასალა გამოსაყენებლად ვარგისია. გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=y9_klFKAEPg&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]