გაქცეული პატიმარი გალის რაიონში გადასვლას ცდილობდა

  ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან გაქცეული პატიმარი რუსლან სოსელია გალის რაიონში გადასვლას ცდილობდა. მსჯავრდებული რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა დააკავეს. სოსელიას დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
მსჯავრდებული რუსლან სოსელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა მიერ ერთობლივად გატარებული სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სოფელ რუხში დააკავეს, საიდანაც გამყოფი ხაზის გადაკვეთით, გალის რაიონში გადასვლას ცდილობდა.
მსჯავრდებული 21 სექტემბერს, გამთენიისას ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაიქცა, სადაც გეგუთის N14 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მკურნალობის მიზნით იყო გადაყვანილი.
რუსლან სოსელიას მიმართ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ქუთაისის განყოფილების თანამშრომელთა მიმართ – 243 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები