ქუთაისის საავადმყოფოდან გაქცეული პატიმარი დაკავებულია

ქუთაისის საავადმყოფოდან გაქცეული პატიმარი დაკავებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ფეისბუქის პირად გვერდზე ავრცელებს.
“პატიმარი დაკავებულია უკვე! დამატებით ინფორმაციას ცოტა ხანში მოგაწვდით”, – წერს ნინო გიორგობიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.
გეგუთის N 14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულმა რუსლან გენოს ძე სოსელიამ (დაბადებული 16.06.1980 ), რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილი იყო ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, 21 სექტემბერს, გამთენიისას მოახერხა საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაქცევა.
პატიმრის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობდა. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს 2009 წლიდან იხდის, ქრონიკული ავადმყოფია, რის გამოც პერიოდულად გადაჰყავდათ ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მას შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები