გიორგი მარგველაშვილი სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომეხ კოლეგას სერჟ სარქისიანს და სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
პრეზიდენტი მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობისა და მეგობრობის მაგალითია, არამედ-მნიშვნელოვანი წინაპირობაა რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის.
“პირადად ჩემი და საქართველოს მოქალაქეთა სახელით გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს-სომხეთის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს და ვუერთდები სომეხი ხალხის დღევანდელ ზეიმს.
ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა ათასწლეულებით იზომება. საქართველოში პატივს მიაგებენ თქვენი ქვეყნის დიდ კულტურასა და ისტორიას, მის თანამედროვეობას. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობისა და მეგობრობის მაგალითია, არამედ-მნიშვნელოვანი წინაპირობა რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის.
მსურს დაგარწმუნოთ, რომ მზად ვარ დაუღალავად ვიშრომო ამ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის.გთხოვთ, გადასცეთ ჩემი და საქართველოს მოქალაქეთა საუკეთესო სურვილები მოძმე სომეხ ხალხს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები