ნათია იმნაძე: პატიმრის გაქცევა ადასტურებს, რომ სისტემის მმართველობა უსუსურია

  ქუთაისის სამკურნალო დაწესებულებიდან პატიმარის გაიქცევის ფაქტს არასამათავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ წევრი ნათია იმნაძე აფასებს. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემა მასზედ დაკისრებული მოვალეობებს ვერ უმკლავდება.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც არაერთხელ ვამბობდით, რომ სისტემის მმართველობა არის სრულიად უსუსური და ვერ უმკლავდება იმ ელემენტარულ ამოცანებს, რაც აკისრია. ამას დაუმატეთ უსაფრთხოების ფაქტიურად ნულოვანი დონე დაწესებულებეში და პლიუს თვითმკვლელობების, გარდაცვალებების გახშირებული რიცხვი. ეს ნიშნავს, რომ სისტემაში სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ვერც პატიმრების და ვერც საზოგადოების უსაფრთხოებას“, – განაცხადა იმნაძემ.
გეგუთის N 14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულმა რუსლან გენოს ძე სოსელიამ (დაბადებული 16.06.1980 ), რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილი იყო ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, 21 სექტემბერს, გამთენიისას მოახერხა საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაქცევა. წინასწარი ინფორმაციით, მსჯავრდებული საავადმყოფოს მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ამ დროისათვის გაქცეული პატიმრის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს 2009 წლიდან იხდის, ქრონიკული ავადმყოფია, რის გამოც პერიოდულად გადაჰყავდათ ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მას შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები