„გაიტანეთ კანონი და გააკეთეთ განცხადება“ – პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 1-საათიანი ვადა მისცეს

„გაიტანეთ ეს „რუსული კანონი“, გააკეთეთ განცხადება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადეს და მმართველ გუნდს პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად 1-საათიანი ვადა მისცეს.

„გაიტანეთ ეს „რუსული კანონი“, გააკეთეთ განცხადება. ვისაც გონება შეგრჩათ, გონება არ არის მარტო კალკულატორი და შემოსავლების თვლა. გონება არის ის, რაც მომავალს ხედავს და წარსულს აფასებს და აწმყოს ადეკვატურად უყურებს.

ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას და ბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში, რადგან გასულები არიან უკვე“, – განაცხადეს აქციაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტთან უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები