„არა რუსულ კანონს“ – პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილნი.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია.

შეგახსენებთ, რომ  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღეს. აღნიშნული კანონპროექტის მოსმენა კვლავ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები