დავით ნარმანია: სააკაშვილის დაყადაღებული ქონება ბიუჯეტს დაუბრუნდება

  თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი თანხები ნამდვილად მიითვისა, მისი დაყადაღებული ქონება გაიყიდება, თანხა კი კვლავ ბიუჯეტს დაუბრუნდება.
“იმ შემთხვავაში, თუ მიხეილ სააკაშვილს დაუდასტურდება, რომ მას აქვს მითვისებული ის თანხა, რაც სახელმწიფოს კუთვნილება იყო, დაყადაღებული ქონება იქნება ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ მისი გაყიდვის შედეგად შესაბამისი თანხები მობილიზებული იქნას ბიუჯეტში, თუმცა ეს მაინც საგამოძიებო ორგანოებს უნდა ვკითხოთ იმიტომ, რომ ისინი მიმართავენ იმ ფორმას, რაც საქმის გარემოებებიდან გამომდინარე უნდა დაადგინონ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03 სექტემბრის განჩინებებით, ყადაღა დაედო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების უძრავ-მოძრავ ქონებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები