როგორია აქციაზე დაშავებულთა მდგომარეობა – თამარ გაბუნიას კომენტარი

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია დაშავებულთა შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მისი თქმით, დაშავებულია  ორი პოლიციელი და ხუთი მოქალაქე.

დაშავებულია ორი პოლიციელი, მათ აღენიშნებოდათ სხვადასხვა დაზიანება, ერთ-ერთს თავის და ცხვირის მიდამოს ტრავმა, ორივე პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა დღეს დილით. თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი იქნა 5 მოქალაქე, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ, სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდათ სათანადო სამედიცინო მომსახურება, ერთ მოქალაქეს დაუდგინდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა ცდომით – გაეწია შესაბამისის სამედიცინო დახმარება, მეორე მოქალაქეს აღენიშნებოდა მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები თავის არეში, მესამე მოქალაქეს აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები სახის არეში, დადგენილია ტვინის შერყევა, ასევე მარცხენა ხელზე მიღებული აქვს მსუბუქი ტრავმა – მოტეხილობები არ აღენიშნება. მეოთხე მოქალაქეს დაუდგინდა მარჯვენა იდაყვის ძვლის მოტეხილობა, ჩატარდა ოსტეოსინთეზი – ოპერაციამ ჩაიარა დამაკმაყოფილებლად. მეხუთე მოქალაქეს აღენიშნებოდა თავის მიდამოს დაზიანება – ჩატარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და დადგინდა ტვინის შერყევა, სხვა დაზიანებები არ გამოვლენილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები