საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი გაიწვია

საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი, ანა ბოიონი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზია ბოლო თვეებში აზერბაიჯანის მხრიდან ცალმხრივი ქმედებების განხორციელება, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აზიანებს.

ელჩი პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიიღო.

„პრეზიდენტმა მაკრონმა გამოხატა სინანული აზერბაიჯანის ქმედებებთან დაკავშირებით და იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანული მხარე განმარტავს თავის განზრახვებს”, – აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, თუმცა, უწყება არ აკონკრეტებს, რაზე არის საუბარი.

ბაქო, როგორც ცნობილია, აქტიურად აკრიტიკებს პარიზს სომხეთის მხარდაჭერისთვის, ასევე, აზერბაიჯანის მიმართ მის მკაცრ რიტორიკას მთიან ყარაბაღში ქმედებებთან დაკავშირებით. დეკემბრის ბოლოს ქვეყნებმა ერთმანეთის ორ-ორი დიპლომატი გააძევეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები