ომბუდსმენი: ვნახე მედიაზე ზეწოლის ფაქტები, მინდა მოვუწოდო ყველას, მედიასაშუალებებს მისცენ მუშაობის საშუალება და ნუ მოხდება მათი დისკრედიტაცია

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

ლევან იოსელიანის განცხადებით, აპარატთან ერთად აკვირდება განვითარებულ მოვლენებს და ომბუდსმენი შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

„მე ვარ იქ საიდანაც ყველაზე კარგად ვუყურებ განვითარებულ მოვლენებს, ჩემს აპარატთან ერთად ვაკვირდები პარლამენტთან არსებულ ვითარებას და მოვახდენთ რეაგირებას ისე როგორც საჭიროა. სწორედ იმიტომ, რომ მომხდარი შევაფასოთ ადეკვატურად. აქციაზე იმყოფებიან ჩვენი აპარატის თანამშრომლები და მოხდება ჩვენგან სათანადო რეაგირება მიმდინარე პროცესებზე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები