პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პარალელურად, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილნი, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებენ და მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ დღის განმავლობაში იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები