“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარე: გაძვირდება თუ არა საწვავი, საერთაშორისო ბაზრებზეა დამოკიდებული, მოიმატებს ფასი საერთაშორისო ბაზრებზე? ცვლილება ჩვენს შიდა ბაზარზეც იქნება
“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, გაძვირდება თუ არა საწვავი საქართველოში, ეს საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული. როგორც იობაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თუ საერთაშორისო ბაზრებზე ფასები მოიმატებს, მატება საქართველოშიც იქნება.
“მე ყოველთვის ვამბობდი: მარტო ის ფაქტორი, რომ რუსეთმა საქართველოში ნავთობპროდუქტების მოწოდება შეაჩერა, საქართველოს შიდა სანავთობო ბაზარზე არ იმოქმედებს. მხედველობაში მქონდა ის, რომ არ შემოვიდოდა რუსეთიდან, შემოვიდოდა ევროპიდან. თანაც, როდესაც ფასებში განსხვავება არაა. მაგრამ ასევე ყოველთვის ვამბობდი იმასაც, რომ თუ საერთაშორისო სანავთობო ბაზრებზე ცვლილებები მოხდებოდა, ფასი გაიზრდებოდა, ეს არა მარტო საქართველოზე, ყველა მომხმარებელ ქვეყანაზე იმოქმედებდა. ბარელზე ფასი 90 $ -ია, ძალიან არის გაზრდილი. გვინდა, თუ არ გვინდა, ჩვენ ამას ვყიდულობთ და ვყიდით. ჩვენ საწვავს არ ვაწარმოებთ, მთლიანად საერთაშორისო ბაზრებზე ვართ დამოკიდებული. მოიმატებს ფასი საერთაშორისო ბაზრებზე? ცვლილება ჩვენს შიდა ბაზარზეც იქნება. თუმცა, ჯერჯერობით, ასეთი ბიჯებით გაიზარდა: 3 თეთრი, 4 თეთრი, 5 თეთრი. თუ საერთაშორისო ბაზრებზე ფასებმა მოიმატა, ჩვენთანაც მოიმატებს. დიდი კონკურენციიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ბაზარზე სტაბილურობაა, ჯერ ნორმალური სიტუაციაა. როდესაც ძალიან მწვავე კრიზისი იყო, საწვავის ფასი 5 ლარამდეც იყო ასული. ასე ღმერთმა ნუ ქნას. მინდა, გითხრათ, კატასტროფულად დიდი ფასები არცერთ კომპანიას არ აწყობს, რადგან უფრო მცირე რაოდენობით იყიდება. თუ მატების ტენდენცია წავიდა, ბუნებრივია, მატება მეტი იქნება. მინდა გითხრათ, რომ ეს ასე მყისიერად არ მოხდება.
მოგეხსნებათ, საერთაშორისო ბაზრებზე სანავთობო ფასებს “ოპეკის” ქვეყნები, პლაცის პოლიტიკა ადგენს. ჯერჯერობით, დიდი რყევები არ არის”, – განაცხადა იობაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში საწვავის დეფიციტი არ შეიქმნება.
„საქართველოში საწვავის დეფიციტი არასდროს იქნება.
გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს ისეთი, გვაქვს ზღვა, სახმელეთო მიმოსვლა, კარგი სატრანსპორტო საშუალებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ დეფიციტი არ შეგვექმნება“, – განაცხადა იობაშვილმა.