საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 12 აპრილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერმინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი უმასპინძლებს.
დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი – ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ვიცეპრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.