მამუკა მდინარაძე: თუ ომბუდსმენის ანგარიშში რამე სუბიექტური იქნება, არ დავიზარებთ, გავაკრიტიკოთ ამის გამო

“სახალხო დამცველის ანგარიშს გავეცნობი და მგონია, ის მაქსიმალურად შეეცდება, ობიექტურობას. თუმცა, თუ მის ანგარიშში რამე სუბიექტური იქნება, ნამდვილად არ დავიზარებთ, გავაკრიტიკოთ ამის გამო”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სახალხო დამცველს კარგად იცნობს და პატივს სცემს.

„მე დიდ პატივს ვცემ ლევან იოსელიანს, მის პიროვნულ და პროფესიონალურ თვისებებს, ძალიან კარგად ვიცნობ მას. სახალხო დამცველებს ყოველთვის უჩნდებოდათ ხოლმე გარკვეული კომპლექსი, რომ არის ეს ასე თუ არა, რაღაც ძალიან კრიტიკული აუცილებლად უნდა დაწერონ. ვუსურვებ ლევანს, არასდროს ჩავარდნილიყოს იმ მდგომარეობაში, რომ ანგარიშში რაღაც კრიტიკული დაწეროს მხოლოდ იმიტომ, რომ იქნებ, რაღაც კრიტიკული დაწეროს.

ანგარიშს დეტალურად არ ვიცნობ, გავეცნობი და მგონია, რომ ის მაქსიმალურად შეეცდება ობიექტურობას. თუმცა, თუ ანგარიშში რამე სუბიექტური იქნება, ნამდვილად არ დავიზარებთ, ამის გამო გავაკრიტიკოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები