„ბიძინა ნიჭიერი კაცია და შესაძლოა ნიჭიერი ჟურნალისტიც იყოს“

ბიძინა ნიჭიერი კაცია და შესაძლოა ნიჭიერი ჟურნალისტიც იყოს, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ თოქ-შოუ “რეაქციაში“ იმ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი გახდეს. “რეაქციის“ წამყვანი დაინტერესდა, იმ შემთხვევაში თუ ნამდვილად შედგა ასეთი სახის გადაცემა, მიიღებს თუ არა პრეზიდენტი მასში მონაწილეობას. პრეზიდენტმა განმარტა,რომ ეს თოქ-შოუს ფორმატზე იქნება დამოკიდებული.
„ალბათ მივიღებ მონაწილეობას, გააჩნია რა სტილის გადაცემა იქნება. რთულია ისეთ ადამიანთან ურთერთობა, რომელთანაც ძალიან ბევრი პიროვნული გაკავშირებს და მერე ეს პიროვნულიც კიდევ პოლიტიკურში გადაიზარდა. ფორმატს გააჩნია, თუ ის ისაუბრებს პოლიტიკურ თემებზე, ამა თუ იმ ტენდენციებზე, ქვეყნის განვითარებაზე, რატომაც არა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შესაძლებელია ის გადაცემის თანაწამყვანის და ჟურნალისტის ამპლუაში იხილოს მაყურებელმა, თუმცა, როგორც მან “კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საკითხი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები