ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიანაც კარგი, თუ დაუყადაღეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი არ სურს. მან მიხეილ სააკაშვილს “წარსულის ექსპონატი” უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის ქონების დაყადაღების თაობაზე ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცახდა.
“მიხეილ სააკაშვილი წარსულის ექსპონატია. მე არ მინდა მასზე ვისაუბრო. ძალიანაც კარგი, თუ დაუყადაღეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილზე შეკითხვა ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა გარდაბანში დაუსვეს, სადაც სასათბურე მეურნეობის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები