თბილისის მერმა outdoor.ge-ს დამატებითი ინფორმაციის წარმოსადგენად ვადა 1 ოქტომბრამდე მისცა

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სარეკლამო კომპანია outdoor.ge-ს წარმომადგენლებს 12-პუნქტიანი დავალებები მისცა. მან კომპანიას მოსთხოვა, წარმოადგინონ 2009-2013 წლებისა და 20014 წლის 8 თვის დეტალური ფინანსური მონაცემები. outdoor.ge-მ პირველ ოქტომბრამდე მერიას უნდა წარუდგინოს, ასევე, ინფორმაცია ჩატარებული აუდიტის დასკვნების შესახებ.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის მერმა კომპანიის წარმომადგენლებს დაავალა, წარმოადგინონ ინფორმაცია სოციალურ რეკლამაზე და სოციალურ პროექტებში მონაწილეობის შესახებ, აგრეთვე, სარეკლამო ადგილების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებული ინფორმაცია და წლების მიხედვით, დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია ინვესტიციის მოცულობის შესახებ. კომპანიამ მერიას, ასევე, უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მერიის კუთვნილ ფართებზე განთავსებული რეკლამების თაობაზე და საკუთარი ხედვა ქირის გადახდასთან დაკავშირებით. outdoor.ge თბილისის მერს მის მფლობელობაში არსებული კონსტრუქციების წარმომავლობის შესახებ ინფორმაციასაც წერილობით მიაწვდის, ასევე, წლების მიხედვით გაწერილ დოკუმენტს ქონების შეძენის შესახებ. გარდა ამისა, outdoor.ge-მ მერიას უნდა წარუდგინოს კომპანიის 70%-ის მფლობელის ვინაობა და კომპანიის აქტივების შესახებ ინფორმაცია. თბილისის მერის განცხადებით, თვითმმართველობის კოდექსით, გარე რეკლამის რეგულირება მუნიციპალიტეტის კომპეტენცია გახდა და outdoor.ge-ს წარმომადგენლებს მოსთხოვა, წარმოადგინონ თავიანთი ხედვები ამ მიმართულებით. 1 ოქტომბრამდე outdoor.ge-მ მერიას, აგრეთვე, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სხვა კომპანიებთან ურთიერთობის სამართლებრივი მხარის თაობაზე. სარეკლამო კომპანია მერიას გააცნობს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ საკუთარ ხედვას და სამომავლო განვითარების გეგმებს 2021 წლამდე. დავით ნარმანია, მთავრობის წევრებთან ერთად, outdoor.ge-ს წარმომადგენლებს დღეს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები