რატი იონათამიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის საკითხი დაუბრუნდა დემოკრატიულ პროცესს

მმართველი გუნდის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის საკითხი დემოკრატიულ პროცესს დაუბრუნდა.

მისი შეფასებით, პროცედურები, რაც დღეს უკვე მოქმედია, ჰარმონიზაციაშია თანამედროვე ევროპულ და დემოკრატიულ სტანდარტებთან.

,,მნიშვნელოვანი არის, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის საკითხი დაუბრუნდა დემოკრატიულ პროცესს, ვინაიდან ის ჩიხური ვერსია, რაც იყო აქამდე მოქმედი და რაც იყო ე.წ. მიშელის შეთანხმების ნაწილი – იყო ექსპერიმენტული, რომელმაც, ცხადია, არ გაამართლა არცერთ ქვეყანაში, მას არ ჰქონდა ანალოგი. შესაბამისად, ეს პროცესი და პროცედურები, რაც დღეს უკვე მოქმედია, სრულიად ჰარმონიზაციაში მოდის თანამედროვე ევროპულ და დემოკრატიულ სტანდარტებთან. კანდიდატებს განაცხადის შეტანა შეეძლებათ მიმდინარე წლის 9 აპრილის ჩათვლით”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები