თამარ ტალიაშვილი: ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ვისაუბრეთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერასა და ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებაზე

ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია ბურიჩთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებაზე.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა. პირველი ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა, რომელიც გამოიხატება რამდენიმე მექანიზმის და კონკრეტული ინსტრუმენტის მეშვეობით. მეორე გახლავთ ევროპაში, რეგიონში შექმნილი კრიზისების ფონზე კულტურული დიპლომატიის როლი და პოტენციალი. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას ევროპულ გზაზე და ასევე იმას, რომ ევროპის საბჭოში წევრობის 25 წლის თავზე საქართველო ისე აქტიურად არის ჩართული და ინტეგრირებული ამ ორგანიზაციაში, როგორც არასდროს“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა “ქრონიკასთან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები