გია ცაგარეიშვილი: ორგანიზაციები, რომლებიც სხვის გამჭვირვალეობაზე წუხან, დარდობენ, შფოთავენ, თვითონ არიან აბსოლუტურად დახურულები გარეშე თვალისგან
“ადამიანი ვერ გაარკვევს, რომელი დონორისგან რა რაოდენობის თანხები ირიცხება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე და შემდეგ რა მიმართულებით მიედინება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, უზარმაზარი თანხების დაფარული ხარჯვა საქართველოში დემოკრატიის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს.
„ორგანიზაციები, რომლებიც სხვის გამჭვირვალეობაზე ასე წუხან, დარდობენ, შფოთავენ, თვითონ არიან აბსოლუტურად დახურულები გარეშე თვალისგან. თავიდან ბოლომდე გასაიდუმლოებულია მათი ხარჯები. ადამიანი ვერ გაარკვევს, რომელი დონორისგან რა რაოდენობის თანხები ირიცხება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე და შემდეგ რა მიმართულებით მიედინება ეს უზარმაზარი საშუალებები. უზარმაზარი თანხების დაფარული ხარჯვა საქართველოში დემოკრატიის განვითარებას ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს. ეს არის კლასიკური ფარისევლობა“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.