ზურაბ ქადაგიძე: ვინ აღარ მოავლინა გლობალურმა ომის პარტიამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად, ხან აკერმანს აკეთებინეს სემინარები, ხან სერბი აქტივისტები მოგვიგზავნეს, ახლა ლიბერალების კერპი – ფუკუიამა მოგვივლინეს მივლინებით
„ვინ აღარ მოავლინა გლობალურმა ომის პარტიამ საქართველოში, პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად… ხან აკერმანს აკეთებინეს სემინარები, ხან სერბი აქტივისტები მოგვიგზავნეს, ახლა ლიბერალების კერპი-ფუკუიამა მოგვივლინეს მივლინებით და ეს ამერიკული ლიბერალიზმის გურუც გვმოძღვრავს,” – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ფრენსის ფუკუიამას საქართველოში ვიზიტის დროს, ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.