გიორგი კვირიკაშვილი: SUPER PUMA-ს ტიპის ვერტმფრენებით რამდენიმე დაინტერესებული პირი არსებობს

წინა ხელისუფლების დროს შეძენილი SUPER PUMA-ს ტიპის ვერტმფრენებით რამდენიმე დაინტერესებული პირი არსებობს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, თუ ვერტმფრენების იმ ფასად რეალიზაცია მოხდა, რა ფასადაც შეძენილი იქნა, შესაძლებელი იქნება სამთო ავიაკატასტროფის მიმართულებით და სამთო-სამაშველო ოპერაციებისთვის რამდენიმე ვერტმფრენის შეძენა.
„ისინი რეალიზაციისთვის შუამავალ კომპანიებზეა გადაცემული. რამდენადაც მე ვიცი, რამდენიმე დაინტერესებული პირი არსებობს, თუმცა ბოლო ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ. ესენია ძალიან ძვირად ღირებული ვერტმფრენები, ერთი მათგანის სალონი VIP-ის ტიპის შესაბამისადაა მოწყობილი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. მთავრობა SUPER PUMA-ს ტიპის ვერტმფრენების პრივატიზაციას ერთ წელზე მეტია ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები