ქართულ ბაზარზე ალექსანდრე მაშკევიჩის შემოსვლის შესახებ სერგეენკომ კონკრეტული კომენტარი არ გააკეთა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ქართულ ბაზარზე ალექსანდრე მაშკევიჩის შემოსვლის შესახებ კონკრეტული კომენტარი არ გააკეთა.
როგორც მან მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავარი ისაა, რომ საქართველომ შექმნას ხარისხის კონტროლის სისტემა.
“ალექსანდრე მაშკევიჩი იქნება თუ სხვა, ჩვენი ამოცანაა, რომ ჯერ საქართველომ შექმნას ხარისხის კონტროლის სისტემა. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ბაზარი გაიხსნას და შემოვიდეს ნებისმიერი მსურველი, რომელიც დააკმაყოფილებს პირობებს”, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო საშუალებებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის შექმნაზე მუშაობს.
“ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოში დაფუძნდეს სამედიცინო საშუალებების და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მწყობრი, თანამედროვე სისტემა. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ფარმაკოლოგიური ბაზარი გაიხსნას, შემოვიდნენ ახალი კომპანიები და გაიზარდოს კონკურენცია. ამისთვის ეს იქნება მძლავრი ინსტრუმენტი”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები