წესების დარღვევით იარაღის უკანონო ტარება ნაკლებად მძიმე დანაშაული არ იქნება

ამიერიდან პირი, რომელიც უკანონოდ შეიძენს ან შეინახავს იარაღს, მაქსიმალურ სასჯელად, სამის მაგივრად, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას მიიღებს – ამის შესახებ მთავრობის დღენდელი სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში შედის ცვლილება. ამ მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, მკაცრდება და ჯარიმა აღარ იქნება სანქცია. ამიერიდან პირი, რომელიც უკანონოდ შეიძენს ან შეინახავს იარაღს, მაქსიმალურ სასჯელად, სამის მაგივრად, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას მიიღებ ს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ამავე 236-ე მუხლის მეორე ნაწილში, რომელიც ეხება იარაღის უკანონო ტარებას, ეს დანაშაული აღარ იქნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის და იქნება მძიმე დანაშაულის კატეგორიაში.
“აქაც ჯარიმის სანქცია უქმდება და შემოდის თავისუფლების აღკვეთა არა 3-დან 5 წლამდე როგორც იყო, არამედ 4-დან 6 წლამდე, რასაც ეს დანაშაული გადაჰყავს ნაკლებად მძიმიდან მძიმე კატეგორიის დანაშაულში“-განაცხადა თეა წულუკიანმა. მისვე თქმით, წესების დარღვევით იარაღის უკანონო ტარება ნაკლებად მძიმე დანაშაული არ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები