543 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები ერთ ლარად გადაეცემა
543 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. “ბინები განლაგებულია თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, ჭიათურაში, ქუთაისში, წყალტუბოში, ფოთსა და ბათუმში”, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, 2 ათასი დევნილი უკვე გახდა მესაკუთრე. “როგორც თქვენთვის ცნობილია, გასულ წელს 1635 ოჯახი გახდა მესაკუთრე. მიმდინარე წელს ეს პროცესი გაგრძელდება უფრო მეტი აქტივობით და ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე ათასი ოჯახი გახდება ასევე უძრავი ქონების მესაკუთრე”, – განაცხადა დარახველიძემ.