„სუპერ ტვ“-ის აბონენტებს სატელევიზო ეთერის გარეშე დარჩნენ
შპს „სუპერ ტვ“-ის აბონენტები სატელევიზიო ეთერის გარეშე დარჩნენ. დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ, რომელსაც სატელევიზიო ეთერი შპს „სუპერტ ტვ“ -ის საშუალებით მიეწოდებათ, გუშინ სატელევიზიო პროგრამებით ვერ ისარგებლეს. ამის მიზეზი მთაწმინდის ტრამვაის ლიანდაგებთან გაჩენილი ხანძარი გახდა. ხანძრის შედეგად შპს „სუპერ ტვ“-ის კაბელი დაზიანდა, რის გამოც კომპანიამ საკუთარ მომხმარებელს საჯაროდ ბოდიში მოუხადა.
როგორც შპს „სუპერ ტვ“ – ში „კვირას“ განუცხადეს, მთაწმინდის ტრამვაის ლიანდაგებთან გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა „სუპერ ტვ“-ის ოპტიკური კაბელი, რამაც გამოწვია მაუწყებლობის შეწყვეტა საკაბელო ქსელში. კომპანიის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. როგორც კომპანიაში აცხდებენ, ამ დროისთვის მაუწყებლობა აღდგენილია და აბონენტებს დღის განმავლობაში ეტაპობრივად ჩაერთვებათ სატელევიზიო ქსელი. ამ ეტაპზე სატელევიზიო ეთერი თემქის დასახლებას, გლდანის და ნაძალადევის რაიონს უწყვეტლივ მიეწოდება.
მთაწმინდის ტრამვაის ლიანდაგებთან გაჩენილმა ხანძარმა პრობლემები შეუქმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხს და „კომედი არხს“ – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შპს „საქართველოს ტელერადიო ცენტრის“ ტექნიკურმა დირექტორმა ბორის ადამიამ მიაწოდა. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხს სატელევიზიო ეთერი საღამოს ერთი საათით გაეთიშათ, ამავე პერიდულობით გაითიშა გადაცემა „ქლაბშოუ“. რაც შეეხება საზოგადოებრივ რადიოს, ბორის ადამიას, ინფორმაციით, „რადიო 2“ -ს მაუწყებლობა საღამოს 7 -დან 12-საათამდე ჰქონდა გათიშული.