“ე.წ. კარვების ქალაქი დაიხურება და იქ მყოფი ადამიანები თავშესაფარში გადავლენ“

თბილისის მერიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის პროექტი გადაიბარა -ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომიდან გამოსულმა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ახალი თავშესაფარი აშენდება, ე.წ. კარვების ქალაქი დაიხურება და იქ მყოფი ადამიანები თავშესაფარში გადავლენ.
“თვითმმართველობის ახალი კოდექსით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება გახდა ეს საკითხი. აქედან გამომდინარე, საპროექტო სამუშაოები, რომელიც სამინისტრომ შეასრულა, ჩვენ გადმოგვეცა გასულ კვირას. შესაბამისად, გამოვაცხადებთ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს მშენებლობაზე, რომ ახალი თავშესაფრის მშენებლობის საკითხი სწრაფად დავიწყოთ “, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები