ოლიმპიური სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადდება

მერია ოლიმპიური სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგებასთან და კანალიზაციასთან დაკავშირებით, ტენდერს გამოაცხადებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომიდან გამოსულმა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, წინა მთავრობის პირობებში, ეს გათვალისწინებული არ იყო თბილისის მერიის ბიუჯეტში.
“მთავრობისგან ვითხოვეთ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერზე თანხმობა, რათა სწრაფად დავიწყოთ პროცესი. მივმართავთ კომპანიებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი ინტერესი, თვალყური მიადევნონ უახლოეს პერიოდში გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს, რათა შემოიტანონ წინადადებები“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, მერია მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ შესაბამისი სამუშაოები სწრაფად და ხარისხიანად შესრულდეს. ბიუჯეტში პროექტისთვის 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები