ნანუკა ჟორჟოლიანი: ამბობენ, რომ ნამორაძე გიორგი კვირიკაშვილთან ძალიან დაახლოებულია

  • ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ნოშრევან ნამორაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების ფაქტს აფასებს. ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ გათავისუფლებული ნამორაძე ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მეგობარია.
    „საპატრიარქოში, სააღდგომო ღონისძიებაზე, სადაც მხოლოდ მინისტრთა კაბინეტს ხვდება ბიზნესმენი, ის არის რომელიმე მინისტრთან დაახლოებული. მესმის რომ ჭიკაიძესთან გადაღებული ფოტოები გავრცელდა, მაგრამ ამბობენ, რომ არა ჭიკაიძესთან, არამედ კვირიკაშვილთან ძალიან დაახლოებულია ნოშრევან ნამორაძე. მაგრამ, ფაქტია, ნოშრევან ნამორაძეს, რომ არ მოეგვარებინა წინასწარ ეს ამბავი გამორიცხული იყო, რომ ასე დამთავრებულიყო“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
    თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძე სასამართლოს გადაწყვეტილებით განთავისუფლდა. სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა ბრალდებულს შეუცვალა არასაპატიმრო ღონისძიებით. ნამორაძეს 50 000 ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები