2024 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 272.3 მლნ აშშ დოლარი (723.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 26.9%-ით (100.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.0% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა
ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი თანხა კვლავ რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, რამაც 62 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა წლიურად რუსული ფულადი გზავნილები 126 მილიონი დოლარით არის შემცირებული. ამასთან, იტალიიდან 13%-ით გაიზარდა და 44 მილიონი დოლარი შეადგინა გზავნილებმა, აშშ-დან 35%-იანი მატებაა, ისრაელიდან კი გზავნილების მატება 25%-ია და გადმორიცხული თანხა 20 მილიონ დოლარს შეადგენს.
თებერვალში ფულადი გზავნილების ცხრილი კი ასე გამოიყურება:
1. რუსეთის ფედერაცია – 62.2 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (-66.80%)
2. იტალია – 44.0 2 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (13.08%)
3. აშშ – 41.2 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (35.33%)
4. ისრაელი – 20.4 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (24.54%)
5. საბერძნეთი – 19.0 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (9.28%)
6. გერმანია – 18.1 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (23.36%)
7. ყაზახეთი – 10.6 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (-17.83%)
8. თურქეთი – 7.7 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (-11.67%)
9. ესპანეთი – 5.0 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (16.25%)
10. ირლანდია – 4.6 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (61.18%)
11. საფრანგეთი – 4.5 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (15.32%)
12. აზერბაიჯანი – 3.8 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (9.71%)
13. ყირგიზეთი – 3.3 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (-47.01%)
14. გაერთიანებული სამეფო – 3.0 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (-10.96%)
15. პოლონეთი – 2.5 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (29.87%)
16. კანადა – 1.9 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (20.03%)
17. იორდანია – 1.6 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (423.70%)
18. არაბთა გაერთიანებული საამიროები 1.6 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (29.22%)
19. უზბეკეთი – 1.55 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (60.01%)
20. კვიპროსი – 1.52 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (11.99%)
21. ნიდერლანდები – 1.23 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (-3.31%)
22. საუდის არაბეთი – 1.05 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (15.54%)
23. ბელგია 1.02 მლნ დოლარი – წლიური ზრდის ტემპი (22.85%)