დავით ნარმანიამ პედაგოგიური საქმიანობისთვის GIPA – სგან საჩუქარი მიიღო

თბილისის მერი დავით ნარმანია „ივენთ ჰოლში“ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) 20 წლის იუბილეს და კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა GIPA-ში თავისი 10 წლიანი მოღვაწეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ ხნის მანძილზე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტუდენტებს სათანადო ცოდნა მიეღოთ.
„მიხარია რომ კურსდამთავრებულებს შორის ჩემი სტუდენტებიც არიან. ზოგიერთი მათგანის დიპლომის ხელმძღვანელიც ვიყავი. მინდა მათაც და თითოეულ კურსდამთავრებულს დღევანელი დღე მივულოცო და წარმატებები ვუსურვო“ – განაცხადა დავით ნარმანიამ .
დავით ნარმანიას პედაგოგიური საქმიანობისთვის GIPA – ს სპეციალური სამკერდე ნიშანი გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები