გიორგი მარგველაშვილმა ფილიპ დიმიტროვთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი მიიღო და მასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ფილიპ დიმიტროვს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისათვის მოსამზადებელ პროცესში შეტანილი წვლილისა და გაწეული მუშაობისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები