ლაურა ღაჭავა: სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ

ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, კუდუას დედა ლაურა ღაჭავა „კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც „კვირას“ ღაჭავამ განუცხადა, სასამართლოს დღვანდელ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.
„ამ წუთას დავტოვე საავადმყოფო, ჩემი ცუდად ყოფნა ნერვიულობამ გამოიწვია. ექიმებმა გადასხმა გამიკეთეს. რაც შეეხება სასამართლოს დღვანდელ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა აუცილებლად გავასაჩივრებ, ამ ქვეყანაზე სამართალი არ არსებობს. ნოშრევანმა მთავრობისგან დავალება მიიღო“, – განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას ლაურა ღაჭავამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძე სასამართლოს გადაწყვეტილებით განთავისუფლდა. სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა ბრალდებულს შეუცვალა არასაპატიმრო ღონისძიებით. ნამორაძეს 50 000 ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები