რაფალიანცის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს

გარდაცვლილი ჩვილის ბარბარე რაფალიანცის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. რაფალიანცის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა კენჭისყრის შედეგებით – 30 მომხრე, 28 წინააღმდეგი, ოპოზიციონერი დეპუტატების წინადადება ჩავარდა.
საპარლამეტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის გედევან ფოფხაძის შეფასებით, რაფალიანცის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორი არ იქნება, რადგან ბავშვის ტრაგედიის პოლიტიზებას მოახდენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები