პარლამენტში ინციდენტი მოხდა

 

  პარლამენტში ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს უმრავლესობის დეპუტატი პაატა კვიჟინაძე და უმცირესობის დეპუტატი პავლე კუბლაშვილი დაუპირისპირდნენ. ინციდენტი ბარბარე რაფალიანცის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვას მოყვა.
მას შემდეგ, რაც უმრავლესობის დეპუტატმა გიგა ბუკიამ აღნიშნულ თემაზე სიტყვით გამოსვლა დაასრულა, კუბლაშვილმა მას სხდომათა დარბაზიდან გასვლა სთხოვა, რასაც პაატა კვიჟინაძის პროტესტი მოჰყვა და მან კუბლაშვილისკენ ხელით გაიწია. ასევე, უმცირესობის დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა ომარ ნიშნიანიძემაც მიაყენა. სიტუაცია საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ განიმუხტა, რაც ვითარებაში მანდატურები ჩაერივნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები