აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ქვეყანაში TikTok-ის აკრძალვას ითვალისწინებს.
აღნიშნულ კანონპროექტს მხარი 352-მა დეპუტატმა დაუჭირა, 65 – წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა 15-მა რესპუბლიკელმა და 50-მა დემოკრატმა კანონმდებელმა მისცეს.
კანონპროექტი კრძალავს TikTok-ს აშშ-ის აპლიკაციების მაღაზიებში, თუ სოციალური მედიის პლატფორმა, რომელსაც დაახლოებით 170 მილიონი ამერიკელი იყენებს, არ იქნება გამოყოფილი მისი ჩინელი მშობელი კომპანიის, ByteDance-ისგან.
ამ ეტაპზე, უცნობია რა ბედი ელის კანონპროექტს სენატში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი მას დაამტკიცებს.