ალექსანდრე რაქვიაშვილი: არ მგონია, ადამიანებმა დაიჯერონ ის, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია არ არიან “ნაცები”
“გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ მელია-გვარამიას ერთობა რამდენიმე თვეში საერთოდ არ იარსებებს, ან სხვა ტიპის პარტიად გარდაიქმნება.
მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ ადამიანები დაიჯერებენ, რომ “ნიკა მელია და ნიკა გვარამია არ არიან “ნაცები”.
“ეს ან დროებითი გაერთიანებაა, რომ მერე სხვა დიდი გაერთიანების ნაწილი აგხდნენ, ან ამით ვაჭრობენ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, რომ დაბრუნდნენ ამ პარტიაში, ოღონდ უფრო მაღალი ფასი გადაახდევინო ახლანდელ ხელმძღვანელობას. სხვა გზას მე ვერ ვხედავ რა შეიძლება ამ 4 ნომრით გააკეთონ. არ მგონია, რომ ადამიანები დაიჯერებენ იმას, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია არ არიან “ნაცები”. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში ეს პარტია არ იარსებებს, ან რაღაც სხვა ტიპის პარტიად გარდაიქმნება”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.