ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს

ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ კვლავ თამარ გაბუნია დაინიშნა, რომელიც აქამდე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

თუ ვინ დაიკავებს მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის უწყებაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალ მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უწყების თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები