გურამ მაჭარაშვილი: იმედი გვაქვს, რომ ევროპა ევროპულ ღირებულებებს ზურაბ ადეიშვილს არ გადააყოლებს
,,იმედი გვაქვს, რომ ევროპა ევროპულ ღირებულებებს ზურაბ ადეიშვილს არ გადააყოლებს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ სახელმწიფოები დამნაშავე პირებს საქართველოს გადმოსცემენ.
„მადლობა საქართველოს მთავრობასა და განსაკუთრებით პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც სწორედ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება და მიმართა შესაბამის სახელმწიფოებს, რომ სამართლიანობის პრინციპის აღდგენის შესაბამისად და პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე, სახელმწიფოებმა ნება იბოძონ და, როგორც ჩვენ არაერთხელ გადავეცით სხვა პარტნიორ სახელმწიფოებს მათ მიერ დამნაშავედ გამოცხადებული პირები, ასევე, ნება იბოძონ და საქართველოს მართლმსაჯულების მიერ დამნაშავედ გამოცხადებული პირი და პირები გადმოსცენ საქართველოს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.