მამუკა მდინარაძე – გვარამია-მელიაზე: სინამდვილეში, ორი კრიმინალის გაერთიანებაზეა საუბარი
“სინამდვილეში, ორი კრიმინალის გაერთიანებაზეა საუბარი”, – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას გაერთიანებას.
მისივე თქმით, “ნაცი” ყოველთვის “ნაცი” იქნება და მათი გადანაცვლება ვერასდროს მოხდება.
„გვარამიას აღიარება რა საჭიროა, მისი აღიარების გარეშე არ ვიცით ჩვენ, რომ დახურული იყო სასამართლო, მედია, აწამებდნენ ადამიანებს და აუპატიურებდნენ? სინამდვილეში ორი კრიმინალის გაერთიანებაზეა საუბარი. კრიმინალია მელია და კრიმინალია გვარამია, ისინი არიან მძიმე ცოდვებით დამძიმებულები, მათ შორის თანაშემოქმედები იმ რეჟიმისა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ერქვა და მათ ჰგონიათ, რომ ახლა „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის გარეთ, ე.წ. შუაშისტურ 20%-ში კიდევ მოიპოვებენ ხმებს, რაც წარმოუდგენელია. “ნაცი” ყოველთვის “ნაცი” იქნება და მათი გადანაცვლება ვერასდროს მოხდება. როგორც არ უნდა გაიშალონ, მერე შეიკრან და იბოდიალონ ასე, ვერაფერს მოახერხებენ, რადგან ქართველი ხალხი მოვლენებს სწორად აფასებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.