დაპირისპირება პარლამენტში – „თქვენი პრეზიდენტი მარტო ბოტოქსში ხარჯავდა მილიონებს“

 

  პარლამენტში პროექტის განხილვას, რომელის მიხედვითაც 1 მილიონ 155.6 ათასი ლარი ცენტრალური ბიუჯეტისკენ მიემართება და ეკონომიკის სამინისტრო თბილისში მდებარე პარლამენტის ავტოპარკინგისთვის ავტოსადგომის ფართს შეიძენს, დაპირისპირება მოჰყვა.
საპარამენტო უმცირესობას მიაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა ქუთაისის პარლამენტი და ქუთაისიც მიატოვა.
“ქუთაისი თქვენთვის გახდა გერი. პარლამენტის გარეთ რომ გავიდეთ, ამას კარგად დავინახავთ. ბუკოლიკური იდილია შექმენით: ზაფხულში თივის ზვინები, ძროხების ბღავილი, ცხენების ჭიხვინი, გაფუჭებული ავტოსადგომები. აი ეს არის სახე, რომელიც თქვენ ქუთაისს გადაუწყვიტეთ. პარლამენტიც და ქუთაისიც უპატრონოდ არის მიტოვებული. ბიზნესიც აღარ მოდის ქუთაისისკენ, რადგან არ იცის, იქნება თუ არა ამ ქალაქში პარლამენტი და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციები”, – განაცხადა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა.
უმცირესობის კიდევ ერთ წევრს მიხეილ მაჭავარიანს კი მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნებოდა, თანხა ქუთაისის განვითარებას მოხმარებოდა.
„თქვენ უკვე გადააჭარბეთ იმ თანხას, რითაც ორი პარლამენტი აშენდებოდა. ეს ფული დაგეხარჯათ ქუთაისისთვის. ეს არის აბსოლუტურად უშედეგო, რაზეც თქვენ საუბრობთ“, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
საპარლამენტო უმცირესობას შოთა ხაბარელმა უპასუხა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა. „თქვენი პრეზიდენტი (მიხეილ სააკაშვილი) მარტო ბოტოქსის გაკეთებაში ხარჯავდა მილიონებს“, – განაცხადა ხაბარელმა.
უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ კი აღნიშნა, რომ პარკინგის მოწყობისთვის თანხას პარლამენტი თავისი ბიუჯეტიდან ხარჯავს იმისათვის, რომ თბილისელები გადაადგილებისას დამატებითი პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები