ლაურა ღაჭავა სასამართლოდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძის სასამართლო პროცესი ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. კოდუების გაღიზიანება ნოშრევან ნამორაძის დაცვის მხარის მიერ ნამორაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის და მისი გათავისუფლების შუამდგომლობის დაყენებამ გამოიწვია. აღნიშნულის შედეგად კოდუას დედა ლაურა ღაჭავა შეუძლოდ გახდა და სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
ღაჭავა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები