დავით მათიკაშვილი: საქართველო ექსპერიმენტების საგანი ვერ იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხზე საუბრისას აცხადებს, რომ
ვერ დაასახელებს ვერც პრეზიდენტი, ვერც ევროკომისია და ვერც ვენეციის კომისია ქვეყანას, სადაც მსგავსი წესი მოქმედებს.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, საქართველო ექსპერიმენტების საგანი ვერ იქნება.

„პირდაპირ იკითხება, რა გეგმა აქვთ რადიკალებს, რა სურს კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და მათ შორის, სალომე ზურაბიშვილს, რომ მოხდეს ცესკოს თავმჯდომარის დისკრედიტაცია და მისი ფუნქციები გადაიბაროს მოადგილემ, რომელიც „ლელოს“ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრია. ვერ ნახავთ, ვერ დაასახელებს ვერც პრეზიდენტი, ვერც ევროკომისია და ვერც ვენეციის კომისია ქვეყანას, სადაც მსგავსი წესი მოქმედებს. რა თქმა უნდა, საქართველო ექსპერიმენტების საგანი ვერ იქნება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები