ლაურა ღაჭავას და ნოშრევან ნამორაძის ახლობლებს შორის ინციდენტი მოხდა

ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძის სასამართლო პროცესს დავით კოდუას ოჯახის წევრები ესწრებიან.
კოდუას დედა ლაურა ღაჭავა იმედოვნებს, რომ სასამართლო ნამორაძეს აღკვეთის ღონისძიებას _ პატიმრობას არასაპატიმრო ღონისძიებით არ შეუცვლის.
“ჩემთვის გაუგებარია, რის საფუძველზე შეუცვალეს ნოშრევან ნამორაძეს წარდგენილი მუხლის კვალიფიკაცია. ვიდეოჩანაწერებზე გარკვევით ჩანს, რომ ეს იყო ჯგუფური თავდასხმა, მოწმეებიც ამაზე საუბრობენ. საქმის მასალებშია ის, რომ ძიძა შეაშინეს და უთხრეს, რომ თუ ხმას ამოიღებდა, ესროდნენ. ვინც მას ემუქრებოდა, ეს არ იყო ნოშრევან ნამორაძე, ესენი იყვნენ კეპიანი ადამიანები, რომლებიც დათოს ურტყამდნენ. ჩემი შვილი სასიკვდილოდ სცემეს და სასწრაფო თუ არ მივიდოდა, იგი გარდაიცვლებოდა. უკვე მეოთხე თვეა მკურნალობს”, – განაცხადა ლაურა ღაჭავამ. ასევე სასამართლოში იმყოფება ბრალდებულის ნოშრევან ნამორაძის მეუღლე ნინო სუთიძეც. მისი თქმით, ექსპერტიზის შედეგად არ დადასტურდა ჯგუფური დანაშაული, რის გამოც მუხლის კვალიფიკაცია მოხდა.
პროცესის დაწყების წინ ნოშრევან ნამორაძის ახლობლებსა და ლაურა ღაჭავას შორის შელაპარაკება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები